Sunday, July 22, 2012

სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი -ტურიზმი
პროექტის სახელი-ტურიზმი და წალკა
პროექტის მთავარი იდეა-პროექტის მთავარი იდეა არის,მოსწავლეებმა შეძლონ წალკის        რაიონის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული, ისტორიული და კულტურული   ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება,ფოტო სურათების გადაღება და შექმნან ბლოგი
საინტერესო მოძიებული მასალით და ფოტო სურათებით.
პროექტის აქტუალობა-ტურიზმი მეტ- ნაკლებად საქართველოში ყოველთვის არსებობდა , მაგრამ ძირითადად პოსტსაბჭოური სახელმწიფოს  და სოციალისტური სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის იყო ხელმისაწვდომი.საქართველოს მსოფლიო არ იცნობდა ადრე რადგან ვიყავით სსრკ ნაწილი და გვიცნობდნენ როგორც რუსეთს.
დღეს საბედნიეროდ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ტურიზმის თემა  აქტუალურია . გვაქვს საშუალება მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხიდან მოვიზიდოთ ტურისტები და მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხის მოქალაქეებს ინერნეტისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით მივაწოდოთ ინფორმაცია და ფოტო სურათები ჩვენი თვალწარმტაცი ლანდშაფტების,ისტორიული, კულტურული,ბუნებრივი ძეგლების და სხვა .
     წალკის რაიონიც ხომ საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი და ტურიზმის თვალსაზრისით აუთვისებელი რაიონია და კარგი იქნება თუ ბავშვები შეძლებენ მჩირეოდენი წვლილის შეტანას.
პროექტის მიზანი: მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია რაიონში არსებული ტურისტული თვალსაზრისით არსებულ გეოგრაფიულ, ისტორიულ,კულტურულ ,ბუნებრივ და სხვა
ძეგლებზე ინფორმაციული ბლოგის საშუალებით.

მონაწილეთა ასაკი: 14-18 წლის ჩათვლით

ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოძიებული ინფორმაცია,ფოტო სურათები და საინტერესო და ინფორმაციული ბლოგის შექმნა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი, ფოტოსურათები, ციფრული აპარატი, სატრანსპორტო საშუალება,  (დიქტოფონი )ხმის ჩამწერი და სხვა.
პროექტის მსვლელობა:1. მოსწავლეების უზრუნველყოფა საჭირო რესურსებით.2.მოსწავლეების დაყოფა ცალკეულ ჯგუფებად,დავალებებისა და მითითებების მიცემა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ლია ქალდანი.



ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:liaqaldani5@gmail.com